logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ასეა ეს! - როგორც ამას იტყოდა ჩვენი დათა თუთაშხია
- +

5 ნოემბერი. 2018. 18:30

 

ვცდილობ, არ გადავაჭარბო, მაგრამ... ადრე მოვყევი და უნდა გავიმეორო:

 

ერთხელ მწერალთა კავშირში საქმიან შეხვედრაზე მივიდა პავლე გილაშვილი, იმდროინდელი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, ფორმალურად ქვეყნის ხელმძღვანელი.

 

აქაოდა, „ბოსი“ მოვიდაო და, რა თქმა უნდა, მწერლებმა მოხსნეს გუდას თავი და...  ნამეტანი მოუვიდათ: პრობლემები, თხოვნები, შეფასებები, რჩევები... ოთხსაათიანი, ორშესვენებიანი, დარბაზგადაჭედილი შეკრების ბოლოს შემაჯამებელი გამოსვლისთვის სიტყვა მიცეს საპატიო სტუმარს. მსმენელებმა მოიმარჯვეს ბლოკნოტები, კალმები, რათა ჩაეწერათ ბრძნული მითითებები...

 

გავიდა ტრიბუნაზე ბატონი პავლე და გასუსულ დარბაზს მიმართა:

 

ამხანაგო მწერლებო! (პაუზა, ჩახველება)... წერეთ, თუ შეგიძლიათ... რაც მეტს ილაპარაკებთ, მით უფრო მეტ სისულელეს იტყვითო...

 

ნახევარ საუკუნეზე მეტია, თვალს აქტიურად ვადევნებ ქართულ პოლიტიკურ სცენას და ამაზე მოკლე, კონკრეტული, ბრძნული გამოსვლა არ შემხვედრია.

 

ყველა დროში სამაგალითო და... ბრძნული! რაც არ იცი, არ უნდა ილაპარაკო... უნდა აიცილო თავიდან... მოერიდო... იცოდე დრო, ადგილი, ფორმა, შეარჩიო, აიცილო თავიდან მენტორის ტონი, იცოდე, ვის მიმართავ... მით უმეტეს, ხომ გაგაფრთხილათ ერთხელ ქალბატონმა პრეზიდენტობის კანდიდატმა: ქაჯები კი არ მიდიან, მოდიანო...

 

ერთხელ, ბატონ კვირიკაშვილს საგაზეთო წერილში რჩევა მივეცი (სხვათაშორის, ძალიან გულშემატკივრული, მაგრამ... მაინც იწყინა): პოლიტიკური მართვა ბანკის მართვისგან იმით განსხვავდება, რომ პირველი ადამიანებთან (ცოცხალ) ურთიერთობას გულისხმობს, მეორე კი ფულთან (ანუ, „მკვდართან“)... მისი შეცდომა ის იყო, რომ განსხვავება ვერ დაინახა.

 

ახლა, კალაძეს მოვუსმინე და...

 

აშკარად ნიჭიერი კაცია. სწრაფად იზრდება. მიხარია. პიარის ფასი იცის. არ იცის მხოლოდ ის, რომ გადაჭარბებას უკუეფექტი მოაქვს.

 

ისიც მსიამოვნებს, რომ ჩემი ქალაქის მერს მშვენიერი გემოვნება აქვს და იმის შეძლება, რომ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეს. ოღონდ, აქაც ზომიერებაა საჭირო, როცა სიღარიბით და სიღატაკით გატანჯულ, თითქმის მშიერ ხალხთან მიდიხარ საკომუნიკაციოდ, იქ ისე უნდა ჩაიცვა, რომ, რბილად და მისახვედრად, ფირმის დაუსახელებლად რომ მივანიშნო, შენი პიჯაკის ღირებულება თანამოსაუბრეთა ათწლიანი პენსიის ოდენობას არ უნდა აჭარბებდეს...

 

და კიდევ ერთი: როცა შენ გენმდივანი ხარ იმ პარტიის, რომლის საპარლამენტო უმრავლესობაში 50-მდე მილიონერი (მათ შორის მევახშეები) გიზის და ზოგიერთი მათგანი პირადად შენი რეკომენდირებულია პარტიულ სიაში, ფრთხილად, ფაქიზად უნდა მსჯელობდე კოჰაბიტაციაზე და სხვა უმწვავეს პრობლემებზე...

 

პოლიტიკა არ არის დილეტანტთა საქმე. პოლიტიკა მეცნიერებისა და „ხელოვნების“ გაერთიანებული სფეროა და პოლიტიკოსს შრომისმოყვარეობის პარალელურად განათლებაც შესაბამისი, საფუძვლიანი და მრავალმხრივი სჭირდება. განათლების მიღებას კი დრო... დრო... დრო სჭირდება. ფეხბურთივით!

 

აშკარაა, შრომისმოყვარეობა მართლა მისაბაძი აქვს ჩვენს სიმპათიურ და გონებამახვილ მერს. მაგრამ დროის დეფიციტიც საგრძნობია. და ვიდრე ის ქალაქის მეურნეობის ლაბირინთებში ცდილობს გარკვევას, ვიდრე ტაქსებისა და ავტობუსების ფერების ესთეტიკას ეუფლება, პოლიტოლოგიის ანაბანას ათვისებაც უნდა მოახერხოს... და, აკი გითხარით, ამას დრო სჭირდება და მისი ათვისებისთვის კი გამოცდილი, განათლებული, ალღოიანი, უპატიოსნესი, საზოგადოებასთან, ანუ ადამიანებთან(!!!!!) ურთიერთობის სპეციალისტების სწორი͡(!!!) შერჩევაა გადამწყვეტი...

 

და, ისევ მივედით კლასიკურ დასკვნამდე: ეს არის პოლიტიკა, მარტივად და გასაგებად აღსაქმელი. და დიდი, მთავარი, აზრიანი და ეფექტიანი პოლიტიკაა საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება. რაც აქამდე, უკაცრავად, „ფეხებზე ეკიდა“ იმ პარტიის ბირთვს, რომლის პრაქტიკული ლიდერი და გენმდივანი ჩვენი საამაყო და ლეგენდარული ფეხბურთელი კახი კალაძეა.

 

დანარჩენ სათქმელს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ ვიტყვი. უფრო კონკრეტულად. ფაქტებით დახუნძლულს. გულშემატკივრულად.

 

დასკვნა კი იგივეა:

ბანკთან განსხვავებაზე გითხარით.

დაახლოებით იგივეა ფეხბურთთან მიმართებაში, პაწია საერთოთი: პოლიტიკაც გარკვეულწილად „თამაშია“, ოღონდ, ინტელექტუალური და... ზნეობრივი.

 

და, ზოგჯერ, მოკლე დროით წარმატებისთვის მიუღწევიათ იღბლიანებს, ფულიანებს, მევახშეებს, ეშმაკებს, ნაპროკურორალებს, გადამგდებებს, ჩამშვებებს, მოღალატეებს... მაგრამ საბოლოო გამარჯვება არასოდეს დარჩენიათ მათ! როგორც წესი, უკანალში პანღური და... როგორც ჩანს, ამ პროცესის დასაწყისის მოწმენი ვხვდებით ახლა.

 

მართლაც! გამარჯვებული ყოველთვის ხალხია, რომელიც აფასებს სამშობლოს სიყვარულს და მისადმი ერთგულებას, განივთებულს ცოდნაში, პატიოსნებაში, უანგარობაში, თავდადებაში, ხალხზე ზრუნვასა და... სახელმწიფო აზროვნებაში, რამეთუ „სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყნაზედა“.

 

ასეა ეს! - როგორც ამას იტყოდა ჩვენი დათა თუთაშხია.

 

 

ბაკურ სვანიძე:

 

„ღმერთმა იცის მ ე ო რ ე ტ უ რ ა მ დ ე არაფერი "ი ს ე თ ი ს"
დაწერა არ მინდა, მაგრამ აი, ამ ერთს დავწერ რა!
კახა კ ა ლ ა ძ ე:-
"ჩვენი, ქართული ო ც ნ ე ბ ი ს მთავარი შ ე ც დ ო მ ა იყო
კ ო ჰ ა ბ ი ტ ა ც ი ა. ეს ყველა ნ ო რ მ ა ლ უ რ ქვეყანაში
დ ე მ ო კ რ ა ტ ი ი ს შემადგენელი პროცესია, მაგრამ ჩვენს
ქვეყანაში ს ა წ ი ნ ა ა ღ მ დ ე გ ო შედეგი მოგვცა"
#ბოდიში ბატონო კახა! მაგრამ უნდა გითხრათ:-
პირველი - კოჰაბიტაცია "დემოკრატიის შემადგენელი
პროცესი" არის მაშინ, როდესაც ერთი ჩვეულებრივი
პოლიტიკური პარტია ამარცხებს მეორე ჩვეულებრივ
პოლიტიკურ პარტიას! ხოლო კოჰაბიტაცია ს ი ს ხ ლ ი ა ნ,
მკვლელ მ ა ნ ი ა კ ე ბ თ ა ნ არასოდეს და არც ერთ
"ნორმალურ ქვეყანაში" არ ყოფილა "დემოკრატიული
პროცესის შემადგენელი ნაწილი"! მაგალითად -
არავის მოსვლია აზრად კოჰაბიტაცია ჰ ი ტ ლ ე რ თ ა ნ,
კოჰაბიტაცია მ უ ს ო ლ ი ნ ი ს თ ა ნ, კოჰაბიტაცია
ჩ ა უ შ ე ს კ უ ს თ ა ნ, კოჰაბიტაცია ბ ე რ ი ა ს თ ა ნ და ა.შ.
მიხვდით ბატონო კახა, რომ ამ საუბრით კიდევ უფრო
უ ა რ ე ს შეცდომას უშვებთ? თქვენ ხალხმა იმიტომ ვერ
გაგიგოთ, რომ ხან "ს ი ს ხ ლ ი ა ნ რეჟიმს" ეძახოდით
მათ და ხან კი "კოჰაბიტაციას" ეწეოდით! როცა როგორ
გ ა წ ყ ო ბ დ ა თ ისე! ამიტომ, ახლაც საუბარი იმაზე, რომ
ეს თურმე "დემოკრატიული პროცესი" ყოფილა და უბრალოდ
"ჩვენს ქვეყანაში ვერ გაამართლა" - კიდევ უარესი შეცდომაა!
"ქვეყანა" აქ არაფერ შუაშია! კოჰაბიტაცია მ ა ნ ი ა კ ე ბ თ ა ნ
არასოდეს არც ერთ სხვა ქვეყანაში არ მომხდარა!
და თქვენ ამ დ ა ნ ა შ ა უ ლ ე ბ რ ი ვ ი ქმედებისთვის, ანუ
მკვლელებთან კოჰაბიტაციის მცდელობისთვის ხალხს
ბ ო დ ი შ ი უნდა მოუხადოთ! ეს არც კი უნდა გეცადათ!
მეორე - თქვენ ამბობთ, რომ კოჰაბიტაცია დიდი შეცდომა იყო!
მერე? აცხადებთ და მორჩა? კ ო ნ კ რ ე ტ უ ლ ი ნაბიჯები
სად არის? მაგალითად, მე არაფერი პ ი რ ა დ უ ლ ი მასთან
მართლა არ მაკავშირებს და შეიძლება დ ა დ ე ბ ი თ ა დ ა ც
კი ვარ განწყობილი, მაგრამ "რ უ ს თ ა ვ ი 2"-ის ყოფილი
ერთ-ერთი დ ი რ ე ქ ტ ო რ ი, საინფორმაციოს შ ე ფ ი,
"კ უ რ ი ე რ ი ს" ხელმძღვანელი ნინო შ უ ბ ლ ა ძ ე
"ქართული ო ც ნ ე ბ ი ს" მთავარ ოფისში გიზით!
"ს ი ც რ უ ი ს მანქანის" ხ ე ლ მ ძ ღ ვ ა ნ ე ლ ი მთელი იმ
9 წლის განმავლობაში! ის თქვენი "პ ი ა რ შ ი კ ე ბ ი ს"
კოორდინატორია! როგორ გავიგოთ ეს?
კიდევ ვიმეორებ - მე მასთან პირადი არაფერი მაქვს!
მაგრამ სადაც "კურიერის" შეფი "გ ა პ რ ა ვ ე ბ უ ლ ი"
გყავთ, იქ სხვებზე ვისზე რაღა უნდა ვთქვათ????
არ გამოხტეთ ახლა ვიღაცეები და "ნინო შუბლაძეს კიდე
რა უჭირსო" - არ დაიწყოთ!!!! სადაც "პრავდება" ე რ თ ი
იქ "პრავდება" ყ ვ ე ლ ა !!!! და სწორედ იქ ი ღ უ პ ე ბ ა
საქმე, სადაც ყველას თ ი თ ო თქვენი "გასაპრავებელი"
გყავთ ხოლმე! "დანარჩენები ცუდები არიან, მხოლოდ
ეს ერთია კარგი" - ასეთი მიდგომა დამღუპველია!
გ მ ა დ ლ ო ბ თ ყურადღებისთვის!"

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner