logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპის განუყოფელი ნაწილი!
- +

16 მაისი. 2016. 17:41


„ქართული ოცნების" გუნდს შეუერთდა სოფო კილაძე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ საერთაშორისო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსის, მოგვიანებით კი პოლიციის აკადემიის პრორექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.


სოფო კილაძე „პრაიმტაიმს" იმ მიზეზებზე ესაუბრა, რის გამოც „ქართულ ოცნებაში" გაწევრიანება გადაწვიტა. როგორც კილაძემ განაცხადა, მისთვის „ქართული ოცნების" სახელი უკავშირდება რეფორმებსა და დემოკრატიულობას.


„არის რამდენიმე მიზეზი, რამაც „ქართულ ოცნებაში" გაწევრიანება გადამაწყვეტინა. პირველ რიგში ეს უკავშირდება იმ რეფორმებსა და სახელმწიფოებრივ ხედვას, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას" . ამ გუნდმა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მოახერხა ის, რომ უსისხლოდ შეცვალა რეპრესიული სახელმწიფო მანქანა. ეს არის დემოკრატიის უდიდესი გამოვლინება . ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპის განუყოფელი ნაწილი. გარდა ამისა, „ქართული ოცნება" არათუ ზეწოლას ახდენს ბიზნესზე, არამედ ხელს უწყობს მის თავისუფალ განვითარებას.

 

მე გახლავართ იურისტი და ეს მხარე უფრო კარგად მესმის, თუმცა ჩემთვის ძალიან ახლობელია განათლებისა და მეცნიერების მიმართულებაც, ასევე, დაინტერესებული ვარ ეკონომიკით. გადამწყვეტი იქნება ის, სად დასჭირდება  ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ჩემი განათლება და რესურსი", - აცხადებს სოფო კილაძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner