კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ზაურ ახალაია გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბრობს სააკაშვილის მმართველობის დროს აპრობირებულ მეთოდზე, რომელსაც ოპოზიციის მიმართ იყენებდნენ.
„აპრობირებული მეთოდი, როცა ოპოზიციონერების მანქანებს გზებზე საბურავები ლურსმნების „ზღარბებზე" უსკდებოდათ, სწორედ კუდ-ში იყო შემუშავებული! როცა კუდ-ი თავის თანამშრომლებს ოპოზიციონერი აქტივისტების გასაძარცვად უშვებდა, არარეგისტრირებულ იარაღსაც ატანდა. მათ უფლება ეძლეოდათ, უკიდურეს შემთხვევაში ცეცხლი პოლიციელებისთვისაც კი გაეხსნათ, რათა ყაჩაღობის ნამდვილობაში ეჭვი ვერავის შეეტანა!" - აცხადებს ახალაია.