logo_geo
eng_logo
მცირეწლოვანმა გოგონამ ოჯახის წევრებთან ერთად პოლიციის შენობა დატოვა
- +

5 ნოემბერი. 2018. 20:43

 

 

მცირეწლოვანმა გოგონამ, რომელსაც დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, ოჯახის წევრებთან ერთად პოლიციის შენობა დატოვა.

 

გოგონას ოჯახის წევრებს მედიასთან ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია. მათ მადლობა გადაუხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული და ეფექტური მუშაობისთვის.

 

როგორც გოგონას ოჯახის წევრები ამბობენ, ბავშვი თავს კარგად გრძნობს.

 

გოგონა დღეს დილიდან დაიკარგა. მისი ოჯახის წვერები აცხადებდნენ, ბავშვი დილით გავიდა სახლიდან, თუმცა სკოლაში არ მისულა. მცირეწლოვანის სამძებრო სამუშაოებში საპატრულო პოლიცია იყო ჩართული.

 

მცირეწლოვანი რამდენიმე საათში იპოვეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner