logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: სტალინი ბრენდია!
- +

16 მაისი. 2016. 18:47


„უდიდესი მოღვაწე, უდიდესი მთავარსარდალი და პოლიტიკოსი", - ასე მოიხსენიებს პარლამენტარი გოგი თოფაძე სტალინს „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში და აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ამ უდიდესი მოღვაწის ხელაღებით ლანძღვა.



„როდესაც სტალინთან დაკავშირებით პოზიცია გამოვხატე, ჩემმა პარლამენტარმა კოლეგებმაც კი შემომიტიეს - რას აკეთებ, ევროკავშირში აღარ მიგვიღებენო. თურმე ევროკავშირში იმიტომ არ მიგვიღებენ, რომ სტალინი ადამიანის უფლებებს არღვევდა. თუ ეს არის დამაბრკოლებელი, მაშინ რატომ მიიღეს გერმანია? ადამიანის უფლებები ჰიტლერმა რომ დაარღვია, ისე ვინ გათელა ფეხქვეშ?! ... ანდა, ისეთი ვანდალიზმი, რაც ლენინმა ჩაიდინა, არავის გაუკეთებია და დღემდე ინახავენ მავზოლეუმში. ჩვენ ერთი ბუმბერაზი ადამიანი გვყავდა, რომელიც მსოფლიოს აზანზარებდა და ვლანძღვათ. სტალინი ბრენდია! დღესაც კი უცხოელები საქართველოს გაგონებაზე სტალინს ახსენებენ!" - განაცხადა თოფაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner