logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილს თემების სიღრმისეული განხილვა ახასიათებს
- +

6 ნოემბერი. 2018. 01:17

 

„ბიძინა ივანიშვილი პროცესს კოორდინირებას პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან გაუწევს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“.

 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მუშტის დაკვრით ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არასდროს იღებს და მას თემების სიღრმისეული განხილვა ახასიათებს.

 

„პოლიტსაბჭოსთან შეიქმნა თემატური ჯგუფები და არიან ადამიანები, ვინც გადაწყვეტილებებს იღებენ. ეს ჯგუფები საგარეო ურთიერთობების, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და სოციალურ თემებს ეხება. ვამბობთ, რომ რეგიონული ჯგუფიც გავაკეთოთ, რადგან საკადრო თემა ამას პირდაპირ ეხება. მოქალაქეებთან ინტენსიური შეხვედრებისას ძალიან ბევრჯერ მოვისმინე იმის შესახებ, რომ ადამიანი კონკრეტულ უწყებაში მივიდა საკითხით, რომელიც მის მდგომარეობას გააუმჯობესებდა, მაგრამ თვეებია, პასუხს ვერ იღებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner