„ქართულ პოლიტიკას, ისე, როგორც არასდროს, სჭირდება ირაკლი ღარიბაშვილის ფენომენი", - ამის შესახებ მწერალმა კობა არაბულმა „ასავალ-დასავალს" განუცხადა.
მისი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს.
„ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაკეტა ნარკომაფიის საქარავნე გზა და ეს არც ისე ადვილი იყო, მან გადაჭრა საზღვრის დაცვის, არხოტის გზის გადაუჭრელი პრობლემა, ის ზრუნავდა „ენის კანონზე", „მთის კანონზე" და ეს საკითხები გადაწყდა... და კიდევ სხვა უამრავი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი.
ირაკლი ღარიბაშვილი უნდა დაბრუნდეს. ის „ქართულ ოცნებას" გულშემატკივარს დაუბრუნებს, ხალხს იმედს გაუცოცხლებს", - განაცხადა მწერალმა.