logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ჩვენ გვსურს არა კონფრონტაცია, არამედ რუსეთთან დიალოგი
- +

6 ნოემბერი. 2018. 11:51

 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა „Neue Osnabrücker Zeitung“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვთან დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად, რუსეთთან დიალოგს უჭერს მხარს.

 

„ჩვენ გვსურს არა კონფრონტაცია, არამედ რუსეთთან დიალოგი. ისეთი გერმანელი პოლიტიკოსებისგან, როგორებიც არიან ჰელმუტ შმიდტი და ვილი ბრანდტი, „ცივი ომის“ პერიოდში ჩვენ გავიგეთ, რომ რუსეთთან საჭიროა საუბარი.

დასავლეთი არ უნდა იყოს გულუბრყვილო და რუსეთის წინაშე ერთიანი და მტკიცე უნდა იყოს, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ ეგონოს, რომ ალიანსის წევრ სახელმწიფოებში, კერძოდ ლატვიასა და ლიტვაში შეუძლია, განახორციელოს ისეთივე ქმედებები, როგორიც მან საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში განახორციელა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე დიდ საფრთხედ იენს სტოლტენბერგმა საერთაშორისო პოლიტიკის არაპროგნოზირებადობა დაასახელა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner