logo_geo
eng_logo
სოსო ჯაჭვლიანი: მე დავიცავ მხოლოდ სიმართლეს!
- +

16 მაისი. 2016. 18:59


ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე სოსო ჯაჭვლიანი გაზეთ „ალიასთან" საუბრისას  „ცენტრ  პოინტისგან" დაზარალებულების თემას შეეხო და აღნიშნა, რომ აუცილებელია, გაირკვეს რეალურად სიტუაცია და მოხდეს დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდა.  აქვე ჯაჭვლიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ის მზად არის, დაიცვას სიმართლე.



„არასდროს გავქცევივარ პრობლემებს, ჩემთან მოვიდნენ „ცენტრ პოინტისგან" დაზარალებული ქალბატონები, როგორც „ოცნების" დეპუტატთან და მთხოვეს დახმარება, რა თქმა უნდა, მათ აუცილებლად შევხვდები.

 

 

მზად ვარ, დედა ავუდუღო იმათ, ვინც დაზარალებულებს რამეს შეჰპირდა, ვინც მათ წინაშე დააშავა და თუ მე ან სხვებს დანაშაული მიგვიძღვის, პასუხი ვაგოთ. მე, სოსო ჯაჭვლიანი, ვერავის დავიცავ, დავიცავ მხოლოდ სიმართლეს. სიმართლე არის შემდეგში, თუ „ცენტრ პოინტმა" ეს ადამიანები აზარალა, კეთილი ინებონ და გააკეთონ ის, რაც საჭიროა", - განაცხადა ჯაჭვლიანმა.


სოსო ჯაჭვლიანი „ქართული ოცნების" ყრილობის დაწყებამდე  „ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულმა ქალბატონებმა ალყაში მოიქციეს და დახმარებას სთხოვდნენ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner