logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: მარიხუანას მოხმარების საკითხების ვაკუუმი მთლიანად იქნება დარეგულირებული
- +

6 ნოემბერი. 2018. 14:14

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში მარიხუანის მოხმარების კანონპროექტის განხილვის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

 

„როდესაც ეს კანონპროექტი ამოქმედდება და ეს მოხდება უახლოეს დღეებში, როგორც კი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით გავა, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარიხუანას მოხმარების საკითხების ვაკუუმი, რომელიც შექმნა საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებამ, ამ კანონპროექტით მთლიანად იქნება დარეგულირებული.

ახალი საკანონმდებლო რეგულაციები უკრძალავს პირს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მარიხუანის მოხმარებას, უკრძალავს მის მოხმარებას არასრულწლოვნებს, 21 წლამდე ასაკს მიუღწეველ პირებს, კრძალავს არასრულწლოვნების თანდასწრებით მარიხუანას მოხმარებას, უზღუდავს მთელ რიგ სამოქალაქო უფლებებს მომხმარებლებს, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს სატრანსპორტო საშუალების მარიხუანას და სხვა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მართვისთვის.

ეს კანონპროექტი ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, მაგრამ სამართლებრივი რეალობა ასეთია. მოხმარება პირად სივრცეში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაუშვა, სხვაგან ყველგან - ფაქტობრივად ყველა ადგილას:

სატრანსპორტო  საშუალებაში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას, ყველგან, მათ შორის არასრულწლოვნების მხრიდან აკრძალულია. თუ ჩაიდენს პირი ასეთ ქმედებას, რომელიც კანონით ისჯება, შესაბამისად მას დაეკისრება სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner