logo_geo
eng_logo
„ოთარ ფარცხალაძის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიას, რის გამოც გირაო შეეფარდა“
- +

6 ნოემბერი. 2018. 14:16

 

მთავარ პროკურატურაში უწყების ყოფილი ხელმძღვანელის ოთარ ფარცხალაძის საქმეზე განცხადება გაკეთდა.

 

პროკურორ ემზარ გაგნიძის განცხადებით, ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე, 5000-ლარიანი გირაო ოთარ ფარცხალაძის გარდა მიხეილ ჩოხელსაც შეეფარდა.

 

„აღნიშნული საქმე შეეხება 2017 წლის 13 მაისს ღამის კლუბ „ელ-ცენტროში“ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ოთარ ფარცხალაძემ და მიხეილ ჩოხელმა სცემეს ლაშა თორდიას.

ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის მიერ განხორციელებული ქმედება განეკუთვნება დანაშაულის ნაკლებად მძიმე კატეგორიას, რის გამოც მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ“, - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.

 

პროკურორის განცხადებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 20 დეკემბერს ჩაინიშნა.

 

„ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ცემის შედეგად ლაშა თორდიამ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. აქედან გამომდინარე, პროკურატურის მიერ ლაშა თორდია დაზარალებულად იქნა ცნობილი და არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, იქიდან გამომდინარე, რომ ხსენებული ქმედება განეკუთვნება დანაშაულის ნაკლებად მძიმე კატეგორიას, ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრათ 5000 - 5000 ლარის ოდენობით გირაო. მინდა მოგახსენოთ, რომ ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩანიშნულია 2018 წლის 20 დეკემბერს,“ - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner