logo_geo
eng_logo
ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა პატიმრობით 1 აპრილიდან დაისჯება
- +

6 ნოემბერი. 2018. 14:17

 

მომავალი წლის 1 აპრილიდან შევა ძალაში ნორმა, რომლის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით - ჯარიმით ან თავისუფლების ერთ წლამდე აღკვეთით დაისჯება.

 

ნორმის ამოქმედების ახალი თარიღი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განისაზღვრა, სადაც კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები დღეს მესამე მოსმენით განიხილეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner