-
+
6 ნოემბერი. 2018. 14:17
მომავალი წლის 1 აპრილიდან შევა ძალაში ნორმა, რომლის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით - ჯარიმით ან თავისუფლების ერთ წლამდე აღკვეთით დაისჯება.
ნორმის ამოქმედების ახალი თარიღი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განისაზღვრა, სადაც კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები დღეს მესამე მოსმენით განიხილეს.