logo_geo
eng_logo
როგორ დაგეგმეს ახალაიამ და მერაბიშვილმა „ანტისოროსის“ ლიდერთა დაპატიმრება
- +

16 მაისი. 2016. 19:18


როგორ და ვის მიერ დაიგეგმა „ანტისოროსის" ლიდერთა დაპატიმრება - ამის შესახებ „ასავალ-დასავალს" კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ზაურ ახალაია ესაუბრა.

 

 

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

 

 

„2006 წლის გაზაფხულის მიწურულს ბათუმში შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და დათა ახალაია ჩამოვიდნენ. გრიბოედოვის ქუჩაზე, აჭარის უშიშროების შენობაში, სადაც კუდ-ი და კონტრდაზვერვა იყო განთავსებული, თათბირი ჩატარდა, რომელსაც სტუმრების გარდა, ესწრებოდნენ აჭარის კუდ-ის უფროსი თეიმურაზ პატარიძე, მისი მოადგილე ალეკო ბალაძე, პირველი სამმართველოს უფროსი გიორგი იშხნელიძე, მეორე სამმართველოს უფროსი ვაჟა დიასამიძე, და მე, ზაურ ახალაია, რომელიც იმჟამად უკვე გიორგი იშხნელიძის მოადგილე გახლდით.



„ივანე მერაბიშვილისა და დათა ახალაიასგან მივიღეთ „ანტისოროსის" ლიდერთა დაკავებისა და აქტივისტების პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოცილების დავალება. თათბირზე დაგვავალეს, „ანტისოროსის" შემადგენელ პარტიებში ჩაგვენერგა ჩვენი აგენტები, რომლებიც შემდგომში ლიდერების წინააღმდეგ ჩვენებებს მოგვცემდნენ, თითქოს ისინი კონსტიტუციური წყობის შეიარაღებული გზით დამხობას აპირებდნენ!

 

 

თეიმურაზ პატარიძის მითითებით, რამდენიმე აგენტი 2006 წლის აგვისტოში ჩემი შავი „ვოლვოთი" ჩავიყვანე თბილისში, რათა ყალბი ჩვენებები მიეცათ. მახსოვს, კვირა დღე იყო, საგამოძიებო მოქმედებას ხელმძღვანელობდა დავით ჩხატარაშვილი, მან ვიღაც გამომძიებელს დაუძახა, ვისთანაც ჩემი ჩაყვანილი აგენტები სათითაოდ შეიყვანეს. მათ ბოლომდე არც კი იცოდნენ, რაში იღებდნენ მონაწილეობას... ოთხი აგენტიდან ორმა ყალბი ჩვენება მისცა, დანარჩენი ორიდან ერთს, პროფესიით პედაგოგს, ჩია კაცს - გული ცუდად გაუხდა, როცა მიხვდა, მისგან რას მოითხოვდნენ. მე არ მაქვს აგენტების გვარების დასახელების უფლება, თუმცა, მათ შესახებ საბუთები დღემდე უნდა იყოს შემონახული. მეოთხე აგენტმა ყალბი ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. იმ ორს კი, ვინც ჩვენება მისცა - მას შემდეგ, რაც „ანტისოროსის" ლიდერები დააპატიმრეს, 3 ათასი ლარის ოდენობით პრემია გამოუწერეს და ამის შესახებაც უნდა არსებობდეს შესაბამისი დოკუმენტაცია! შეთითხნილი ბრალდების თანახმად, რასაც ცრუმოწმეები ამყარებდნენ, „ანტისოროსის" ლიდერებმა 2006 წლის მაისში დაგეგმეს ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობა. ვინც გულდასმით ჩაიხედავს ამ საქმეში, უმალ მიხვდება, რომ თეთრი ძაფით არის ნაკერი", - განაცხადა ახალაიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner