ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთში ჯერჯერობით უცნობი და დაუდგენელი წარმოშობის დაავადების გამო 12 ახალშობილი დაიღუპა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ იტალიურ არასამთავრობო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
განცხადებაში, რომელიც 5 ნოემბერს გავრცელდა, წერია, რომ ახალშობილები პანჯშირის პროვინციის ანაბადის ოლქში მდებარე სამშობიარო კლინიკაში დაიღუპნენ.
ორგანიზაციის ცნობით, ახალშობილები სეფსისის, გართულებული ინფექციის შედეგად დაიღუპნენ, მათ ანტიბიოტიკებით მკურნალობდნენ.
საავადმყოფომ, სადაც შემთხვევა მოხდა, ინფორმაცია ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიაწოდა და მიკრობიოლოგიური კვლევა სთხოვა. საავადმყოფო გამორიცხავს „სამედიცინო ხასიათის დაუდევრობას“.