logo_geo
eng_logo
სუს-ის ინფორმაციით, უკანონო ბორდერიზაციის ფაქტზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
- +

6 ნოემბერი. 2018. 18:18

 

 

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, მავთულხლართების მონტაჟი განაახლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე დაახლოებით 1-კილომეტრიანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება.

 

 „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკანონო ბორდერიზაციის ფაქტი დაუდასტურეს. მათივე განმარტებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 

„ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. აღნიშნული აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვნად ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლებას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner