„10 წელზე მეტია, მე და ჩემს გუნდს იგივე პოზიცია გვაქვს, რაც თამაზ მეჭიაურს", - ამის შესახებ პარლამენტარი გოგი თოფაძე აცხადებს. მისი თქმით, თუ მეჭიაური განსხვავებული პოზიციის გამო მმართველ პარტიას დატოვებს, ამით მას არაფერი დააკლდება.
„NATO სიკეთეს არ მოგვიტანს! თამაზ მეჭიაური ერთი ვაჟკაცი, საქართველოზე შეყვარებული კაცია და მას „ოცნებიდან" გასვლით არაფერი დააკლდება!" - განაცხადა თოფაძემ.