საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ფრეკოს" სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ახალციხის რაიონის სოფელ მუსხში 1386 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადასცა.
შპს „ფრეკო" საკვები პროდუქტების საწარმოს შექმნის და მიმიმუმ 150 ტონა კარტოფილი ფრის წარმოებას უზრუნველყოფს. საწარმოს შესაქმნელად არანაკლებ 67 920 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება და სულ მცირე 20 ადამიანი დასაქმდება.
სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში უკვე 171 საწარმო დაფინანსდა. მთლიანი ინვესტიციები 395 მილიონ ლარს აჭარბებს და 7590-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს