logo_geo
eng_logo
გარდაბანის რაიონის სოფელ თელეთში მაღალტექნოლიგიური მეფრინველეობის საწარმო შეიქმნება
- +

16 მაისი. 2016. 21:04


სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შპს „როსტერი"  გარდაბანის რაიონის სოფელ თელეთში  მეფრინველეობის საწარმოს შექმნის. აღნიშნულის განსახორციელებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „როსტერს" 4358 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადასცა.


მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეფრინველეობის საწარმო წელიწადში არანაკლებ 75 ტონა ქათმის ხორცის წარმოებას უზრუნველყოფს. შპს „როსტერი" 143 120 ლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს და   სულ მცირე  20 სამუშაო ადგილს შექმნის.


სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში უკვე 171 საწარმო დაფინანსდა. მთლიანი ინვესტიციები 395 მილიონ ლარს აჭარბებს და 7590-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner