„გახდება თუ არა თამაზ მეჭიაური „პატრიოტთა ალიანსი"ს წევრი?"- ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ამის შესახებ მეჭიაურთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა სურვილის შემთხვევაში გამორცხული არაფერია.
„ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას, რადგან არ მისაუბრია ბატონ თამაზთან, თუმცა ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ ბატონი თამაზი იყოს ჩვენი გუნდის წევრი და დაყენებული იყოს მაჟორიტარად ჩვენი პარტიიდან, უღირსი ადამიანია ბატონი თამაზ მეჭიაური?" - განაცხადა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია „პირველი"ს ეთერში.