logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი „ნაციონალებს“: ლოცვები გააძლიერეთ! მოინანიეთ ცოდვები! ირწმუნეთ ღმერთი!
- +

16 მაისი. 2016. 22:01


ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" განახლებული სიის ათეულს აფასებს:



„დააკვირდით ფოტოს და იპოვეთ ერთი ახალი სახე - წლის გამოცანა...

 

ასეთი დაშლილი, დაბნეული, აჭრილი და სუსტი ნაცები ჯერ არ მინახავს.

 

1. ეს ძველი პირველი ნომერი - 9 ნომერი კალოშის ფასია, ნაციონალები რომ კაი ხანია ხმარობენ, ხან პარლამენტის თავმჯდომარედ, ხან საპრეზიდენტო კანდიდატად და ხანაც განახლებული სიის სათავედ.

 

2. მეორე ნომერი - ამ ვითომ "დამოუკიდებელ" და ვითომ "ექსპერტს", და ვითომ "NGO" სახესაც - სააკაშვილი ჰქვია თურმე.

 

3. ეს ძაან ძველი რომანა გოცირიძეც - ახალი სახე ყოფილა. აბა მიუკერძოებელი ექსპერტია ეკონომიკურ საკითხებშიო? პაპიროსი პირში.

 

4. ნიკონორ მელია - ძველია, ბნელია...

 

5. გიორგი ტყღუში - აი, ამ ნაძირალას რომ სიაში შეიყვანს რებრენდიგებული პარტია, სააკაშვილის ციხეების მინისტრს, სააკაშვილის სახალხო "დამცველს", სააკაშვილის მონას, რომელიც ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას უპრავებდა წლების მანძილზე ჯალათებს - რის იმედი უნდა ჰქონდეს ისეთ პარტიას?

 

6. ოთო კახიძე - ახალი სახე ყოფილაადეიშვილისა და მერაბიშვილის ხელის ბიჭი, რომელიც ბოლო 4 წელია ამტკიცებს, რომ ბაჩო ახალია მხოლოდ ვაშლებს თლიდა და ჭერში ალაგებდა.

 

7. სალომე სამადაშვილი - ჩემი მეგობარი იყო. მიუხედავად იმისა რომ 2004 წლიდან არ მაქვს მასთან კონტაქტი - ცუდს მაინც არ ვიტყვი არაფერს. სააკაშვილის ელჩი იყო ბრუსელში- ალაგებდა.

 

8. ირაკლი აბესაძე - ბიჭო შპაკლი მაინც წაგესვათ - ეგება და ვერ გვეცნო, ეს მერიის ვირთხა. რაც მაგას მერიიდან მოტეხილი ფულები გაუპრავებია 2003-2012 წლებში - იმდენი ხანი არ დაბრუნდნე ნაცები ხელისუფლებაში.

 

9. სერგი კაპანაძე - პირადად მე პატივს ვცემ ამ კაცს. თუმცა, რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ მიუკერძოებელი ექსპერტის სახელით მოქმედი, სააკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - კვლავ ბრუნდება მშობლიური პარტიის წიაღში. არა და ნამდვილად ჰქონდა ამ ადამიანს პერსპექტივა.

 

10. სერგო რატიანი - ნუ აქ სიახლესთან პათეტიური სიახლოვეც კი არ გვაქვს.

 

11. ლელა ქებურია; 12. დიტო ძაგნიძე; 13. სოფიო სიუკაევა; 14. ნინო კვიტაიშვილი; 15.მარიამ რამინაშვილი; 16. ბესო წერედიანი.  

 

- ყველაფერი, ნაციონალების მშობლიური კომუნისტური პარტიის ესთეტიკის ფარგლებში ჯდება - პედაგოგი პერიფერიიდან, მეჩაიე, მეტალურგი, მწველავი ფერმიდან - რომლებსაც სააკაშვილი შეეკითხება ხოლმე, ბუჩქებშია კაი ბანაკები თუ მთაში.

 

მთავარი რჩევა!

ლოცვები გააძლიერეთ, მოინანიეთ ცოდვები, ირწმუნეთ ღმერთი!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner