logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ვულოცავ „ქართულ ოცნებას“ ამ კაი ამბავს! ყოჩაღ სოსო!
- +

7 ნოემბერი. 2018. 19:12

 

„ყოჩაღ, სოსო!“

*****************

 

საინტერესო ამბავი მოვიდა ამერიკიდან, იქაურ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით.

 

ოღონდ, ვისთვის სასიხარულო, ვისთვის - დამამწუხრებელი!

 

გახსოვთ, რესპუბლიკელი კონგრესმენი სტივ რასელი? რომ გამოვიდა სიტყვით და მკვდარი და ცოცხალი არ დაუტოვა საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას? საქართველოსთვის საერთაშორისო სანქციების დაწესება რომ მოითხოვა, ხოლო მისი ლიდერებისთვის - ქონება-ანგარიშების დაყადაღება?

 

სხვათაშორის, ამ რასელის უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი „ცნობილი ხმის- და ვიდეოჩამწერი“, ენატლიკინა და ცრუპენტელა მოდეპუტატო ტიპაჟის დავასთან და მის საეჭვო გამარჯვებასთან არის დაკავშირებული, რომელიც არ მოხდებოდაო, საქართველოს მთავრობას მხარი საეჭვოდ რომ არ დაეჭირა ამ თაღლითი მულტიპლიკატორებისთვისო...

 

გვახსოვს! რასელიც და... „ფიქჩერსიც“!!! ჰოდა, იცოდეთ და დაიმახსოვრეთ: გუშინ, ამერიკელებმა თავად „დააყადაღეს“ ეს სხვა ქვეყნებზე და მის ლიდერებზე მოყელყელავე პოლიტიკოსი. აღარ გაუგრძელეს კონგრესმენის მანდატი და გახადეს „დროებით უმუშევარი“...

 

ყოჩაღ, სოსო! არ მეგონა, თუ იქამდეც მიგიწვდებოდათ ხელი შენ და დიტოს!

 

ასე რომ, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს ზოგიერთი „ნარცისი“ თავკაცის და ექსპერტის, ჩვენი საელჩოს „მრავალმნიშვნელოვანი გათვლებით“ განპირობებული „სტრატეგიული“ დუმილი აღმოჩნდა ჩვეულებრივი ბლეფი, ანუ, პრიმიტივიზმი, არაპროფესიონალიზმი და, ვაზელინით გაპოხებული ელემენტარული სიბრიყვე...

 

ერთი სიტყვით,

 

- ვულოცავ „ქართულ ოცნებას“ ამ კაი ამბავს, წინასაარჩევნოდ დაგბედებოდეთ და ამერიკელი ამომრჩევლის სიბრძნის მადლი თქვენს ამომრჩეველს გადასხმოდეს!

 

- ვიზიარებ ოთოია, ბათუია,

დარჩიევების და სხვა „დონოსჩიკების“ ღრმა მწუხარებას კურატორის პოლიტიკური გარდაცვალების გამო! მრავალჯერ მენახეთ ასე კანდელაკგასილაქებულნი მომავალში!

 

-ვუსურვებ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვაშინგტონში ჩვენ საელჩოს მეტ სიბრძნეს, პროფესიონალიზმს, ვაჟკაცობას და უვაზელინო ცხოვრების მიჩვევას!

 

და რაც მთავარია, მოდეპუტატო ფუფალას და მის მულტიპლიკატორ მეორე ნახევარს არ დაავიწყდეთ ორ ხმაში შეძახილი:

 

ტაში, კუკური!

 

http://reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=80695&fbclid=IwAR2072XlzSwg9xZ1NZqcM24OTAt_4BouupZSf-zOAjXPHjVxhpn86cLsTrY

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner