logo_geo
eng_logo
ხათუნა თოთლაძე: „იმედის“ ეთერში მოდელირებული ქრონიკა აღარასდროს გავა!
- +

7 ნოემბერი. 2018. 21:44

 

„10 წელი გავიდა ბადრის (პატარკაციშვილი) გარდაცვალებიდან და სულ არსებობდა საზოგადოებაში ეჭვი და კითხვები, რა იყო ამ ადამიანის გარდაცვალების მიზეზი – ადამიანის, რომელიც იყო ჯანმრთელი და ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, რომ მიეხედა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის“, – ამის შესახებ გადაცემაში „პირისპირ“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრმა, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს კითხვა მისი ოჯახის წევრებსაც გამუდმებით აწუხებდა. შესაბამისად, ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროკურატურის განცხადება ბადრი პატარკაციშვილის შესაძლო მკვლელობის შესახებ და მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქმე ბოლომდე იქნას მიყვანილი და სიმართლე დადგინდეს.

 

ამასთან, ხათუნა თოთლაძე აცხადებს, რომ ის გარკვეულ პოზიტივს ხედავს, როდესაც 7 ნოემბერზე მსჯელობენ, განსაკუთრებით კი, როცა ამ თემას „იმედის“ კონტექსტში განიხილავენ.

 

„მე მჯერა, რომ ხელისუფლება, რომელიც დღეს არის სათავეში, თუ არსებობს რამე შეცდომა, ან ხარვეზი, გამოასწორებს, მაგრამ მინდა მკაფიოდ იყოს ხაზი გავლებული შეცდომებსა და დანაშაულებს შორის, რომლებიც ჩაიდინა წინა ხელისუფლებამ. მე იმედის თვალით ვუყურებ მოვლენების განვითარებას… და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არასოდეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მოდელირებული ქრონიკა აღარ გავა“, – აცხადებს ხათუნა თოთლაძე.

 

ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის 13 თებერვალს 52 წლისა ლონდონში გარდაიცვალა. სკოტლანდ იარდის საბოლოო დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი გულის იშემიური დაავადება იყო.

 

17 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები გაავრცელა. პატარკაციშვილის მკვლელობის ორგანიზებისთვის კუდის ოთხ  ყოფილ მაღალჩინოსანს წარედგინა ბრალი.

 

პროკურატურის განცხადების შემდეგ, ბიზნესმენის ოჯახი აცხადებს, რომ მკვლელობის დამკვეთებიდან დაწყებული, შემსრულებლებით დამთავრებული, ყველა უნდა დაისაჯოს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner