თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ეს არ იყო მხოლოდ დაპირება რომელიც მე მოსახლეობას მივეცი.
ეს არის გადაწყვეტილება, რომლითაც განისაზღვრება ჩვენი დამოკიდებულება და მიდგომა ქალაქის მიმართ.
აღნიშნული სივრცის გადარჩენა იყო პრინციპული საკითხი ჩემთვის, ჩემი კოლეგის და მეგობრის ლევან გოგიჩაიშვილისთვის და ყველა საბურთალოელისთვის!
მერიის წარმომადგენლებთან და უშუალოდ მერთან ერთად მესაკუთრეებთან მრავალთვიანმა მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო.
მადლობა ყველას ვინც აღნიშნული საზოგადოებრივი სივრცის შენარჩუნებისთვის იმუშავა!“ - წერს ვატო შაქარიშვილი და ფოტოს აქვეყნებს.