logo_geo
eng_logo
21 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია - „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა
- +

16 მაისი. 2016. 22:50


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 21 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია - „ღამე მუზეუმში" მოეწყობა.


დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე იქნება ღია - ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება. მანამდე კი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, თბილისის სხვადასხვა უბანს სლოგანით „მოდი ღამე მუზეუმში" მოხატავენ და დამთვალიერებლებს მუზეუმებში მისვლისკენ მოუწოდებენ.


18 მაისს, საქართველოს ყველა მუზეუმში ღია კარის დღე გამოცხადდება, სადაც ყველა მსურველისთვის შესვლა უფასო იქნება!

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner