logo_geo
eng_logo
„ნაციონალების მმართველობის“ დროს მოკლულთა უცნობი სია!
- +

8 ნოემბერი. 2018. 00:59

 

გაზეთი „ვერსია“ „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს დაღუპულთა სიას აქვეყნებს.

 

2016 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ერთ-ერთი ქართული ინტერნეტპორტალი ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის სკანდალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ხაჭაპურიძემ 2010 წელს, ჰააგის მთავარ პროკურორს ნაციონალების მმართველობის დროს მოკლულთა სია პირადად გადასცა.

 

სიაში, სანდრო გვირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის, გიორგი გამცემლიძის, ზურაბ ჟვანიასა და აფრასიძეების გარდა, სხვა, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი გვარებიცაა შეტანილი:

 

ოთარ გველუკაშვილი (მოკლული იქნა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში სპეცოპერაციისას); ანტონ კეკულავა (მოკლეს თბილისში დაკავებისას); დიკო ბარქაია (მოკლეს ზუგდიდის რაიონში სპეცოპერაციისას); ზაზა ფანცქელაძე (მოკლეს ზუგდიდის რაიონში დაკავებისას); ხვიჩა კვირიკაშვილი (მოკლული იქნა თბილისში, პოლიციელების მიერ დაკავების დროს, ცემით); ალექსანდრე გომაშვილი (მოკლეს კახეთში დაკავებისას); მურთაზ ქარდავა და თემურ ხუბუნია (ორივე, ხაჭაპურიძის თქმით, უშიშროების თანამშრომელმა ჩაცხრილა); სულხან ლომიძე (მოკლეს ხელვაჩაურის რაიონში სპეცოპერაციისას); აკაკი კორკოტაშვილი (მოკლეს გურჯაანის რაიონში დაკავებისას); ავთანდილ და ვახტანგ გუმაშვილები (მოკლეს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში სპეცოპერაციისას); ვახტანგ მარგოშვილი (მოკლეს ქვემო ქართლში, სოფელ ვახტანგისში); ვარლამ ნემსიწვერიძე (მოკლეს თბილისში, მძევლის გათავისუფლებისას); ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა და თემურ ცეკვავა (სამივე აბაშის რაიონის, სოფელ მარანში დაკავებისას მოკლეს); თამაზ კურკუმული (მოკლეს თბილისში, დაკავებისას ); ხვიჩა მელაძე (მოკლეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში); გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი მანჯავიძე (მოკლეს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე დაკავებისას); ლევან გულუა (მოკლეს თბილისში, გამსახურდიას გამზირზე დაკავებისას); რეზო სარჯველაძე (მოკლეს თბილისში, დაკავებისას); ვლადიმერ ხოშტარია (მოკლეს თბილისში, დაკავებისას); გიორგი თელია (მოკლეს, თბილისში საკუთარ სახლში, სპეცოპერასიის დროს); ჯემალ ჩაფიძე (მოკლეს თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში დაკავებისას); ზვიად ბაბუხადია, ბუთხუზ კიზირია და ვალერი ბენდელიანი (მოკლეს ბაღდადის რაიონის სოფელ ვარციხეში დაკავებისას); ალექსანდრე ხუბულოვი (ჩაცხრილეს ავტომანქანაში, სპეცოპერაციის დროს _ ე.წ. კორტების საქმე); მიხეილ ბერძენიშვილი (მოკლეს საგარეჯოს რაიონში, დაკავებისას); გელა ცინდელიანი (მოკლეს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში, სპეცოპერაციისას); ჯაბა ჯაბანიშვილი (ქალაქ ბორჯომში პოლიციელმა დაჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა); ხვიჩა კოკაია (მოკლეს ხობის რაიონში, სპეცოპერაციისას); ვალერი ფხაკაძე (ქუთაისში პოლიციელებმა დაჭრეს, თუმცა სასწრაფო დახმარება არ აღმოუჩინეს, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა); მიხეილ კირაკოსიანი (მოკლა პოლიციელმა); გიგა ჭარბაძე; ალექსანდრე ხოსიტაშვილი; ოლეგ მესხიძე (მოკლეს ოზურგეთში, სპეცოპერაციისას); თენგიზ გოგია (მოკლეს სენაკის რაიონის სოფელ მენჯში, სპეცოპერაციისას); როლანდ მახარაძე (მოკლეს ბათუმში, მძევლების გათავისუფლების დროს); როინ შავაძე (მოკლეს ქობულეთში, სასტიკი წამებით); ზურაბ მანთაძე (მოკლეს რუსთავ-თბილისის გზატკეცილზე, დაკავების შემდეგ); გიორგი კრიალაშვილი (მოკლეს თბილისში, სპეცოპერაციისას); ჯიმი მეგრელიძე (მოკლეს ზუგდიდში, დაკავებისას); მამუკა ჩარჩხალია (პოლიციელების მიერ თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად საკუთარ სახლში გარდაიცვალა).

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner