logo_geo
eng_logo
ზურაბ ვაზაგაშვილის დედა: გააზიარეთ ეს ფოტო, იქნებ შეურაცხადი სააკაშვილის მოყვარულები დაფიქრდნენ, ვის სცემენ თაყვანს!
- +

8 ნოემბერი. 2018. 02:28

 

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის დედა – ციალა შანავა  სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც მისი გარდაცვლილი შვილი სპეცოპერაციის დროს დაცხრილულ მანქანაში იმყოფება. მისი თქმით, ასეთი ბარბაროსული საქციელის ჩამდენი „ნაციონალური მოძრაობა” იყო.

 

„ამ მანქანაში, ჩემი შვილი, ჩემი ზურიკო წევს, მკვდარი. 100 ტყვია ესროლეს, როცა ერთი ტყვიითაც შეიძლება ადამიანი მოკლა. ზურიკოს მამა – იური ვაზაგაშვილი ზურიკოს საფლავზე ააფეთქეს. ასეთი ბარბაროსობა “ნაციონალებმა” – სისხლის მსმელებმა ჩაიდინეს. გააზიარეთ ეს ფოტო, იქნებ შეურაცხადი სააკაშვილის მოყვარულები დაფიქრდნენ, ვის სცემენ თაყვანს.

 

არც ერთი ხელისუფლება არ იმსახურებს ხალხისგან თაყვანისცემას, მაგრამ მიშასგან და მისი მიმდევრებისგან ღმერთმა დაგიფაროთ…”, – წერს ზურაბ ვაზაგაშვილის დედა სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

 

 

 

შეგახსენებთ, რომ თბილისში 2006 წლის მაისში ე.წ. კორტების სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგადაც ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი იხდის სასჯელს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner