logo_geo
eng_logo
ქეთი დოლიძე: ეს ვიცი ზუსტად, ბიძინა ივანიშვილმა 7 ნოემბრამდე გაწყვიტა ურთიერთობა სააკაშვილთან!
- +

8 ნოემბერი. 2018. 03:37

 

კინორეჟისორ ქეთი დოლიძიე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან არანაირი ფინანსური კავშირი არ აქვს და მისი და სააკაშვილის ურთიერთობა 7ნოემბრამდე შეწყდა. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსი”-ს გადაცემა 360 გრადუსში სტუმრობისას განაცხადა და ლევან ბერძენიშვილის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელშიც ის ივანიშვილის ფინანსურ კავშირზე საუბრობს და ამბობს, რომ 7 ნოემბრის დარბევისას გამოყენებული ტექნიკა და იარაღი მისი დაფინანსებით იქნა შეძენილი.

 

„ლევან ბერძენიშვილი ახლა რომ ამბობს, ბიძინა ივანიშვილი 7 ნოემბერს აფინანსებდაო, ახლა გაახსენდა? სად იყო 2012 წელს, როცა მთელი სულით და გულით შეუერთდა ქართულ ოცნებას, მაშინ არ იცოდა ეს ამბები? ხომ ძალიან უნდოდათ რესპუბლიკელებს რომ პარლამენტში გასულიყვნენ, ვინ გაიყვანა? ვისი კვოტით გავიდნენ? თვითონ გავიდნ არტო? – ჩვენ ხომ ვიცით მათი რეიტინგი. რატომ გვასწავლიან ჭკუას ყოველთვის რესპუბლიკელები? ბიძინა ივანიშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრამდე გაწყვიტა ურთიერთობა სააკაშვილთან, ეს ვიცი ზუსტად და აღარ აფინანსებდა. სწორედ ამიტომ დაატრიალა სააკაშვილმა ეს ამბავი”– განაცხადა ქეთი დოლიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner