logo_geo
eng_logo
კოტე ყუბანეიშვილი: თემურ ალასანია მე ვერ შემაგინებს, მაგის რუსი დედა ვატირე!
- +

8 ნოემბერი. 2018. 13:39

 

 

პოეტ კოტე ყუბანეიშვილის განცხადებით, საქართველოს სხვა განვითარების გზა არ დაუტოვა არც „ოცნებამ“ და არც „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

 

მისი თქმით, ისარი ერთმა იქით გადახარა, მეორემ -აქეთ.

 

„ბოლო დღეს მივეცი ვაშაძეს ხმა, როგორ იცით, ბოლოს რომ მოეჭიდები თავის გადასარჩენ  რაღაცას“, – განაცხადა ყუბანეიშვილმა.

 

ირაკლი მეძმარიაშვილის კითხვაზე - ეთანხმებით, რომ თემურ ალასანია იქიდან გაგინებდათ, კოტე ყუბანეიშვილმა განაცხადა, რომ ალასანია მას ვერ შეაგინებს.

 

„თემურა ალასანიამ თავის თავს შეაგინოს, მე ვერ შემაგინებს თემურ ალასანია, მაგის რუსი დედა ვატირე!“ - განაცხადა კოტე ყუბანეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner