logo_geo
eng_logo
გელა დუმბაძე: ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოსაცემად მოლაპარაკებები დასრულებულია!
- +

16 მაისი. 2016. 23:01


ლევილის მამულის საქართველოსთვის ნოტარიული გადმოცემის საკითხი, სავარაუდოდ, 20 სექტემბრამდე დასრულდება. ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


მისი ინფორმაციით, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის მიმართულებით მოლაპარაკებები დასრულებულია.


ლევილის საქართველოსთვის გადმოცემის მიმართულებით მოლაპარაკებები დღესდღეობით დასრულებულია. ქართულმა მხარემ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რაც მასზე იყო დამოკიდებული, რომ დღევანდელი დღისთვის, შეთანხმების პროექტი მოეტანა. პარიტეტული კომისია, ფაქტობრივად, თავის საქმიანობას მორჩა და დღესდღეობით, როგორც იტყვიან, ბურთი ფრანგული მხარის მოედანზეა. ჩვენ ამ განკარგულების პროექტით მათ შევთავაზეთ, რომ ლევილის მამულის საქართველოსთვის ნოტარიული გადმოცემის საკითხი დასრულდეს მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.


მისივე თქმით, მამულის ისტორიულ-კულტურული პროფილი შენარჩუნდება. ასევე, სამომავლოდ, ლევილის ქართული აკადემია მოეწყობა.


საქართველოს მთავრობამ გამოყო 107 ათასი ევრო მამულის დიაგნოსტიკური წინასწარი შეფასებითი სამუშაოებისთვის. ასევე, დაიდო მამულის შემდგომი მოწყობის ხედვა. მოცემული ეტაპისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა მამულის ღირსეული დაბრუნებისთვის", - განაცხადა გელა დუმბაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner