logo_geo
eng_logo
გლდანის რაიონის გამგეობაში ახალი გამგებელი წარადგინეს
- +

16 მაისი. 2016. 23:03


თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა და მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გიგა ნიკოლეიშვილმა გლდანის რაიონის გამგეობაში თანამშრომლებს ახალი გამგებელი - დიმიტრი ორმოცაძე წარუდგინეს.


როგორც გიორგი ლილუაშვილმა გამგეობის თანამშრომლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, დიმიტრი ორმოცაძე წარმატებული ადამიანია.


დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივად შევძლებთ განვაგრძოთ იმ უმნიშვნელოვანესი საქმეების კეთება, რომელიც თბილისის განვითარებას და წინსვლას უკავშირდება", - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.


დიმიტრი ორმოცაძე განათლებით ფინანსისტია. იგი 2006 წლიდან მუშაობდა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner