logo_geo
eng_logo
სოსო არჩვაძე: 400 ლარამდე პენსიის გაზრდა მოცემულ მომენტში შეუძლებელია
- +

8 ნოემბერი. 2018. 16:10

 

ეკონომიკის დოქტორის, სტატისტიკოსის სოსო არჩვაძეს შეფასებით, დღევანდელი გადასახედიდან 400 ლარამდე პენსიის გაზრდა შეუძლებელია.

 

„რა თქმა უნდა, სასურველია და არავინ არ უარყოფს იმას, რომ მაღალი პენსია, ხელფასი და სრული დასაქმება საუკეთესო ინდიკატორებია, და ვინც ამის წინააღმდეგია, არა მგონია, რაციონალური ადამიანი იყოს. მაგრამ, უნდა ამოვიდეთ ჩვენი რეალური შესაძლებლობებიდან, მოცემულ მომენტში რა რესურსიც გააჩნია სახელმწიფოს.

სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ამ რესურსების ეფექტიანი გამოყენება და რაიმე პოპულისტური ლოზუნგისადმი ან რაიმე საარჩევნო ციკლისადმი მისადაგება, ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის მომადლიერების თვალსაზრით, ეს პოლიტიკა გათვლილი უნდა იყოს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზე, იმისათვის, რომ საზოგადოებამ მეტი სარგებელი მიიღოს.

რაც შეეხება 400-ლარიან პენსიას, დღევანდელი გადასახედიდან ეს ნიშნავს, რომ ორჯერ და მეტად უნდა გაზარდოს სახელმწიფომ რესურსები ამ მიმართულებით, რაც მოცემულ მომენტში, დროის ამ მცირე მონაკვეთში შეუძლებელია.

რამდენიმე წელიწადში ამის მიღწევა შეუძლებელია, მაგრამ მიზნად უნდა დავისახოთ, რომ ჩვენ გვქონდეს წინმსწრები დაგეგმარების ტემპი პენსიონერთა პენსიის ზრდისა ეკონომიკის ზრდასთან შედარებით, მაშინ გარკვეულწილად შეიძლება გაიწეროს პროგრამა, 2025 წელი იქნება თუ 2030 წლისთვის როდის გავიდეთ იმ სტანდარტებზე, რომლითაც იღებენ პენსიას ევროპის ქვეყნების პენსიონერები. ეს იქნება რეალური საუბარი და რომ ვთქვათ ხვალ-ზეგ გახდება 400 ლარი - ეს არის ტყუილი დაპირება, ეს ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება, ისეთი ინფლაცია მოხდება ქვეყანაში, რომ ჩვენ იმის ნახევარსაც ვერ შევიძენთ, რასაც დღეს 200 ლარით ვყიდულობთ. სასწორის ორივე პინაზე უნდა იდოს, ერთ მხარეს სურვილები და მეორე მხარეს შესაძლებლობები“, - აცხადებს ექსპერტი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner