logo_geo
eng_logo
რეზო ამაშუკელი: ბურჭულაძე არის არა მსოფლიო ბანი, არამედ სააკაშვილის დამბანი!
- +

16 მაისი. 2016. 23:37


ბურჭულაძე არის არა მსოფლიო ბანი, არამედ სააკაშვილის დამბანი" - ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი" დღევანდელ ნომერში მკითხველს პოეტ რეზო ამაშუკელთან ვრცელ ინტერვიუს სთავაზობს.


„როცა პაატა ბურჭულაძერუსთავი 2" -ის ბორდელს მამაშასავით გადაეფარა, ჩემთვის ყველაფერი მაშინვე ცხადი გახდა. არავითარი მსოფლიო ნიჭის გაბრწყინება არ მაინტერესებს! თუ ნიჭიერია, პირველ რიგში, თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს!

 

ბურჭულაძეს, როგორც მომღერალს, ყოველთვის პატივს ვცემდი, მაგრამ მის ქველმოქმედებას ეჭვის თვალით ვუყურებდი, რადგან ძალიან ცუდი ხმები მომდიოდა. ბურჭულაძე ერთი ხელით კარგ საქმეს აკეთებდა, მეორე ხელით კი გიჟ სააკაშვილთან ერთად ფულს ათეთრებდა. ვინ აღრიცხავდა, ან აღირიცხებოდა თუ არა საერთოდ ფონდიავნანაში" შეგროვილი ამ თანხების მოძრაობა? ეს ძალიან სერიოზული თემაა, რომლითაც აქამდე არავინ დაინტერსებულა და კარგი იქნება, შესაბამისი სამსახურები ახლა მაინც თუ დაინტერესდებიან! პირდაპირ ვაცხადებ, ბურჭულაძე გაცილებით უარესია, ვიდრეგალსტუკიანი ხვლიკი" გიორგი თარგამაძე იყო", - აცხადებს რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.


პოეტის თქმით, პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებული პარტია „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner