პოეტი რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" პაატა ბურჭულაძის მიერ ახლადშექმნილი პოლიტიკური პარტიის შესახებ საუბრობს.
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ პროექტი- „პოლიტიკოსი ბურჭულაძე"- დიდი აფერაა! - აცხადებს პოეტი რეზო ამაშუკელი.
„პაატა სააკაძეს შაჰ-აბასმა მოჰკვეთა თავი, პაატა ბურჭულაძემ კი თავი თვითონვე მოიჭრა. ძალიან მწყდება გული, რომ ბურჭულაძის გუნდში დავინახე ლადო კახაძე, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ! იმედი მაქვს, რომ შეცდომაშია შეყვანილი და ყველაფერს მალე მიხვდება!
ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ლადო კახაძე და „ბროლის ბუ" ხათუნა ლაგაზიძე ერთ გუნდში იყვნენ?" - აცხადებს რეზო ამაშუკელი გამოცემასთან.
ამაშუკელი სოსო ცისკარიშვილს მიმართავს:
„თუ ბიძინა ივანიშვლზეა ლაპარაკი, მაგ კაცმა მე სიკვდილს გადამარჩინა, სიცოცხლე მაჩუქა და რაც მთავარია, ქართველი ხალხი 30-წლიანი საკონცეტრაციო ბანაკისგან იხსნა! მაგ სოსო ცისკარიშვილს ვეუბნები - ცოტა ჭკვიანად იყავი! შენს ღვიძლ ძმებს - კოტე გაბაშვილს და თამაზ კვაჭანტირაძეს მიხედე! ვაფრთხილებ - ერთხელაც მახსენებ სადმე და მერე გაზეთით კი არ დაგიწყებ ლაპარაკს, სხვანაირად მოგთხოვ პასუხს! კარგად მიცნობ და, იცი, რასაც ვგულისხმობ!" - ამბობს რეზო ამაშუკელი.