logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა
- +

8 ნოემბერი. 2018. 20:34

 

 

საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე და მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და ევროკავშირის მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერს პიტერ დენისს შეხვდნენ.

 

მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე შალვა თადუმაძემ საქართველოს პროკურატურისა და  ევროკავშირის მიერ ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე  ისაუბრა,  მხარდაჭერისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა და ღია და ეფექტიანი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. მთავარმა პროკურორმა ევროკავშირის  ელჩს პროკურატურის სამომავლო გეგმები გააცნო და მოსალოდნელ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

 

შეხვედრის დასასრულს შალვა თადუმაძემ და კარლ ჰარცელმა თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და მომავალში მისი კიდევ უფრო  გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner