logo_geo
eng_logo
ფილიპინების ახალი პრეზიდენტი სიკვდილით დასჯის დაბრუნების პირობას დებს
- +

16 მაისი. 2016. 23:54


ფილიპინების ახლად არჩეული პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე აცხადებს, რომ დანაშაულის და ნარკომანიის წინააღმდეგ ის სასტიკ ბრძოლას დაიწყებს. მისი თქმით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში სამართალდამცველები დამნაშავეებს ადგილზე გაანადგურებენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი" იუწყება.


მან ასევე განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის მოხსნას შეეცდება. ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. დუტერტე ასევე ყველა ჩინოვნიკს ეკონომკლასით ფრენას უბრძანებს და შენობის შიგნით სიგარეტის მოწევის აკრძალვას მოითხოვს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner