„ტყუილი და თვალთმაქცობა – მათ ყოველთის ჰქონდათ ერთიანობა იმ ძალადობაში, რომელსაც ერთად ახორციელებდნენ 2012 წლამდე“, – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჰელსინკში, მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას შეხვდრას
„ეს არის კიდევ ერთი ტყუილი და თვალთმაქცობა. ერთობა მათ ჰქონდათ მუდმივად, ვინაიდან ერთიანები იყვნენ სწორედ იმ ძალადობაში, რასაც ისინი ახორციელებდნენ 2012 წლამდე. შესაბამისად, ესეთი სიტყვებით ერთმანეთს შეუძლიათ მიმართონ და დარწმუნებული ვარ რომ ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს ერთობა ყოველთვის იყო და გვქონდა ძალიან იაფფასიან მცდელობასთან საქმე, რომ ნაცმოძრაობის ერთ ნაწილს დისტანცირება მოეხდინა იმ საერთო წარსულიდან, რომელიც მათ აერთიანებთ”, - განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.