logo_geo
eng_logo
ლევან კობერიძე: „ნაც. მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობა 2“ ასე დიდ ოჯახად გააგრძელებენ უკუსვლას მოსახლეობის აღქმაში და მათ მხარდაჭერაში
- +

9 ნოემბერი. 2018. 03:05

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ და იგივე „ნაციონალური მოძრაობა 2“ ასე დიდ ოჯახად გააგრძელებენ უკუსვლას საქართველოს მოსახლეობის აღქმაში და მათ მხარდაჭერაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავასა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰელსინკში შეხვედრის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობერიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ არასოდეს გაყოფილა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ და იგივე „ნაციონალური მოძრაობა 2“ - ასე დავარქმევდი, არც გაყოფილან არასდროს რეალურად. შესაბამისად, ეს არის ერთი დიდი ოჯახი, როგორც მოიხსენიებენ ერთმანეთს და ვფიქრობ, რომ ასე დიდ ოჯახად გააგრძელებენ უკუსვლას საქართველოს მოსახლეობის აღქმაში და მათ მხარდაჭერაში. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ასევე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგი, რომელიც მალე დადგება, ამაში ჩვენ ყველას ერთად დაგვარწმუნებს”, - განაცხადა კობერიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner