logo_geo
eng_logo
მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

9 ნოემბერი. 2018. 13:12

 

 

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, ბრალდებული ა.თ.  დამნაშავედ ცნო.

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 13 ივლისს, ა.თ. მთვრალ მდგომარეობაში  მართავდა „სუბარუ ლეგასის“ მარკის ავტომობილს და  ახმეტის რაიონიდან თელავის რაიონის მიმართულებით გადაადგილდებოდა. თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მან „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 ქვეპუნქტი დაარღვია და გზის სავალი ნაწილის შემხვედრ, საპირისპირო ზოლში გადავიდა, რა დროსაც ჯერ მ.პ.-ს მართვის ქვეშ მყოფ „ოპელ მერივას“ მოდელის ავტომობილს, შემდეგ კი საპირისპირო ზოლში მარჯვენა გვერდულზე მდგარ ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ა.თ.-ს ავტომობილში მყოფი მ.გ. გარდაიცვალა, ხოლო  უ.ნ.-მ  სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

 

სამართალდამცველებმა ა.თ. 2018 წლის 16 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თელავის რაიონულმა სასამართლომ ა.თ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, ბრალდებული ა.თ.  დამნაშავედ ცნო“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner