„ახლა, როცა გაქექეთ ჩემი ცხოვრება გეტყვით, რომ ევას საოპერაციოდ ამზადებენ. ბოლო ორი თვის მანძილზე მეოთხე ოპერაცია. მაინც ყველაზე ლამაზია."- შორენა გებაშვილი სოციალურ ქსელში ევა ბარბაქაძის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მათ, ვინც თუნდაც მცირედით დაეხმარა, მადლობას უხდის.
„მადლობა მერიას, ჯანდაცვის სამინისტროს, ანუკის და კახა კალაძეს. მათი წყალობით ევას პირველი ოპერაციის ნახევარი დაფინანსდა. და არ გეგონოთ მარტო ჩემს შვილს აფინანსებენ, ბევრი ქართველი წევს აქ და მათი დახმარებით. მადლობა ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც აქ ყურადღებას არ გვაკლებენ.
წინ რთული დღეებია, მაგრამ კარგად იქნება ჩემი გოგო. უნდა გაიაროს და იცეკვოს ისევ. ისევ უნდა მომპაროს ფეხსაცმელი და გამიფუჭოს. მადლობა რომ მარტო არ დამტოვეთ."