logo_geo
eng_logo
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
- +

9 ნოემბერი. 2018. 14:56

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მერაბ მორჩაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა და მას ორწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა.

 

მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. წინა სხდომაზე პროკურატურამ მერაბ მორჩაძეს ბრალი შეუმსუბუქა და ნაცვლად მოწმის მოსყიდვისა და ზემოქმედებისა, ამჟამად მას მხოლოდ მოწმეზე ზემოქმედებას ედავება.

 

შეგახსენებთ, რომ მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს, საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მიხეილ კალანდიაზე. ​

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner