ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი მისი შვილის, ევა ბარბაქაძის მდგომარეობის შესახებ თურქეთის კლინიკიდან უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.
ბეგაშვილის თქმით, ევას მეოთხე ოპერაცია უტარდება, თუმცა რთული დღეები ჯერ კიდევ წინ არის.
„მადლობა მერიას, ჯანდაცვის სამინისტროს, ანუკის და კახა კალაძეს. მათი წყალობით ევას პირველი ოპერაციის ნახევარი დაფინანსდა. და არ გეგონოთ მარტო ჩემს შვილს აფინანსებენ, ბევრი ქართველი წევს აქ და მათი დახმარებით. მადლობა ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც აქ ყურადღებას არ გვაკლებენ.
წინ რთული დღეებია, მაგრამ კარგად იქნება ჩემი გოგო. უნდა გაიაროს და იცეკვოს ისევ. ისევ უნდა მომპაროს ფეხსაცმელი და გამიფუჭოს. მადლობა რომ მარტო არ დამტოვეთ."