logo_geo
eng_logo
ზვიად საბანაძემ „ევროპული საქართველო“ დატოვა
- +

9 ნოემბერი. 2018. 20:26

 

 

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ზვიად საბანაძემ პარტია დატოვა.  აღნიშნულის შესახებ „პირველს“ საბანაძემ განუცხადა.

 

„დიახ, რამდენიმე წუთის წინ დავტოვე „ევროპული საქართველო. დღემდე ვიცოდი, რომ „ევროპული საქართველო“ იყო ცალკე პარტია, დამოუკიდებელი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. გამოვრიცხავ „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით მუშაობას და მოღვაწეობას“,- უთხრა მან „პირველს“.

 

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ზვიად საბანაძე ამბობს, რომ ჯერ ამაზე ვერაფერს იტყვის.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner