logo_geo
eng_logo
ევას დასახმარებლად ჟურნალ „თბილისელების“ ფოტოსტუდიაში აქცია გაიმართება
- +

17 მაისი. 2016. 00:42


ევა ბარბაქაძის დასახმარებლად ჟურნალ „თბილისელების" ფოტოსტუდიაში კვირას, 22 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე, აქცია გაიმართება.


 ნებისმიერი მსურველის ფოტოსესიიდან მიღებული თანხა გადაირიცხება ევას დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე. ფეისბუქში აქციის გვერდია შექმნილი, სადაც იმ ფოტოგრაფების სახელებია მითითებული, რომლებიც ჩაატარებენ ფოტოსესიას. მსურველებმა თქვენი ფოტოსესიის დასაგეგმად ამ ბმულის გამოყენებით უნდა მიწეროთ: https://www.facebook.com/events/385885744919740/


„აქცია შორენა ბეგაშვილის ოჯახის მეგობრების ინიციატივით გაიმართება. ფოტოსესიის ღირებულება 30 ლარს შეადგენს. სურვილისამებრ, ფოტოები დაიდება სპეციალურ გვერდზეც. „გელოდებით, ერთად ვაკეთოთ სიკეთე", - ნათქვამია აქციის გვერდზე, სოციალურ ქსელში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner