logo_geo
eng_logo
ილია მეორე: მართლაც, დეფიციტია სიყვარულისა, ოჯახმა თავისი მნიშვნელობა დაკარგა...
- +

17 მაისი. 2016. 00:46


„კონგრესი ოჯახის შესახებ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოპოვება კაცობრიობისა", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მე-10 მსოფლიო საოჯახო კონგრესზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


„როგორც ამბობს ერთ-ერთი ინდური ლექსი - დაცარიელდა სიყვარულის დარბაზი. მართლაც, დეფიციტია სიყვარულისა და ოჯახმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა, რომელიც მას უნდა ჰქონდეს. ოჯახი არის ღვთის მიერ დადგენილი ინსტიტუტი და ოჯახი არის ფუძე კაცობრიობის არსებობისა, სახელმწიფოს კეთილდღეობისა და სიმტკიცისა. ოჯახი ეს არ არის შემთხვევითი შეხვედრა მამაკაცისა და ქალისა, ეს არის კანონიერი კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის და ამას ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება. ეს არ უნდა დაკარგოს კაცობრიობამ", - ბრძანა უწმინდესმა.

მე-10 მსოფლიო საოჯახო კონგრესი დიდ საკონცერტო დარბაზში მიმდინარეობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner