logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: მის ამ ნაბიჯს პოლიტიკური პროვოკაციის ელფერი დაჰკრავს
- +

10 ნოემბერი. 2018. 02:05

 

 

კარგი, პატრიოტულ ემოციურ სულისკვეთებას გულწრფელად გამოხატავს არაინფორმირებული ადამიანი. მოტივაცია გასაგებია. ახსნა აქვს.

 

მაგრამ როცა უმაღლესი მთავარსარდლის პოზიციას, მისი ოგიციალურ ახსნა-განმარტებას ეწინააღმდეგება მაღალი სამხედრო ჩინოსანი, თანაც, აშკარა პოლიტიკური მიზნით, როცა აკეთებს, ასევე, პოლიტიკურად გამიზნულ განცხადებას მოწოდების ელემენტებით, ეს უკვე ცილდება პიროვნების კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების საზღვრებს.

 

გენერალი ჭანკოტაძე თავისი გუშინდელი საჯარო გნცხადებით მოიქცა ისე. რაც არ ეკადრება ჯარში ახლადგაწვეულ, წესდების ანაბანას გაუცნობიერებელ რიგით ჯარისკაცს.

 

მის ამ ნაბიჯს პოლიტიკური პროვოკაციის ელფერი დაჰკრავს.

 

ვწუხვარ, რამეთუ მან ეჭვქვეშ დააყენა საკუთარი მორალური უფლება ატაროს გენერლის მუნდირი. არადა საქართველოს ვინ მისცა დასაკარგავად მებრძოლი გენერალი. ოღონდ ისეთი, რომელიც ასე გამიზნულად და ცალმხრივად პოლიტიკაში და საარჩევნო სფეროში ცხვირს არ ჩაყოფს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner