logo_geo
eng_logo
შსს-მ სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- +

10 ნოემბერი. 2018. 13:30

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ. ფ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 19 აბი ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

 

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner