logo_geo
eng_logo
სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
- +

17 მაისი. 2016. 00:59


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ დისციპლინური სახდელის სახით სამარტოო საკანში მოთავსება არ გამოიყენება იმ ბრალდებულების/მსჯავრდებულების მიმართ, რომლებსაც ფსიქიატრიული დახმარება ესაჭიროებათ. ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

"2016 წლის აპრილის მონაცემებით, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში ნებაყოფლობით სტაციონარული მკურნალობის კურსს ფსიქიკური აშლილობის მქონე 27 ბრალდებული/მსჯავრდებული გადის, ხოლო აკად. .ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკული ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარება 25 ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიეწოდება.

 

დამატებით განვმარტავთ, რომ სამარტოო საკანში მოთავსება დისციპლინური ღონისძიების ერთ-ერთი სახეა, რომლის გამოყენებაც ბრალდებული/მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ქცევის, აგრეთვე, იმ გარემოების გათვალისწინებით ხდება, რომელშიც დისციპლინური დარღვევა ჩაიდინა. დაწესებულების დირექტორი შესაბამის გადაწყვეტილებას საქმის განხილვის და არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე იღებს. შესაბამისად გადაწყვეტილება უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია პირის სამარტოო საკანში მოთავსების შესახებ ინფორმაცია სამედიცინო პერსონალს დაუყოვნებლივ მიაწოდოს. სამარტოო საკანში მასზე სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური, განსაკუთრებული მეთვალყურეობა ხორციელდება. თუ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უშლის დისციპლინური სახდელის (სამარტოო საკანში მოთავსება) აღსრულებას, მის მიმართ აღნიშნული დისციპლინური ღონისძიება ჩერდება.

 

ყველა პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფილია ექიმ-ფსიქიატრებით, რომელთა კონსულტაცია ხელმისაწვდომია მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის. ისინი უზრუნველყოფენ პაციენტების ფსიქიკური სტატუსის შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში მათ მკურნალობას. ასევე, ფსიქიატრი მჭიდროდ თანამშრომლობს პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებთან. უცხოელი და ადგილობრივი დონორების დახმარებით განხორციელდა პენიტენციური სისტემის პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ექთნების გადამზადება ფსიქიკური აშლილობების ადრეული გამოვლენის და პრევენციის საკითხებზე. პენიტენციურ დაწესებულებაში ფსიქიატრიული მკურნალობა ნებაყოფლობითია და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, პაციენტი სტაციონარულ ფსიქიატრიულ მომსახურებას გადის N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიული განყოფილებაში. რაც შეეხება არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ სამედიცინო მომსახურებას, აღნიშნული რეგულირდება საქართველოს კანონითფსიქიატრიული დახმარების შესახებ", „პატიმრობის კოდექსით" დასისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით". სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე პაციენტს უტარდება სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებაში, რომლითაც დგინდება პაციენტის ფსიქიკური აშლილობის სიმძიმე და სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაიგზავნება სამოქალაქო სექტორის შესაბამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობისთვის, გამოჯანმრთელებამდე, რომლის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, პენიტენციურ დაწესებულებებში ხორციელდება სუიციდის პრევენციის პროგრამა. სამედიცინო პერსონალის შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე, დაწესებულების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს 24 საათიან მეთვალყურეობას სუიციდის მომატებული რისკის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner