logo_geo
eng_logo
ლევან ვასაძე: ბავშვებს აუბედურებს ლიბერალიზმი!
- +

17 მაისი. 2016. 01:00


"კაცობრიობის ისტორიაში დედებსა და მამებს აშორებს და ბავშვებს აუბედურებს ლიბერალიზმი",- ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ მსოფლიო საოჯახო კონგრესის X პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მიმდინარეობს.


"ამ კონგრესის ჩატარების იდეა გამოიწვია იმან, რომ უპრეცედენტო სტატისტიკაა ოჯახების ნგრევის. არ მოსულა დედამიწაზე იდეოლოგია, რომელმაც ატირა ამდენი ბავშვი. ბავშვისთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა დედისა და მამის გაშორება. კაცობრიობის ისტორიაში დედებსა და მამებს აშორებს და ბავშვებს აუბედურებს ლიბერალიზმი. ასევე აბორტებით ყოველ წელს 45 მილიონი ბავშვი იღუპება დედის საშოში. ეს არის უფრო მეტი, ვიდრე პირველ და მეორე მსოფლიო ომში ერთად მოკლული ადამიანი. ამიტომაა ეს მოძრაობა ასე გაძლიერებული",- განაცხადა ვასაძემ.


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner