logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ჩვენი დღევანდელი ყოველდღიური ცხოვრება უკიდურესად გაჟღენთილია პოლიტიკური კონტექსტით
- +

10 ნოემბერი. 2018. 17:51

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვაზე შეესაბამება თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მიზნით ემიგრანტებზე ზეწოლა მიმდინარეობს, განაცხადა, რომ „ეს არ არის ზეწოლა, ადამიანები აფიქსირებენ თავის პოზიციას რაღაცასთან მიმართებაში“.

 

„ასეთ მაგალითს გეტყვით, ცოტა ხნის წინ შემატყობინეს, რომ რამდენიმე პარტიის წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება, რომ უკვე აღარ სჯერა ამ ფასეულობების და დააფიქსირეს თავისი პოზიცია ვიღაცეები გამოდიან და ამბობენ, რომ ეს არის ზეწოლა. ახლა რა ვქნათ? არ არის ეს ზეწოლა, ადამიანები აფიქსირებენ თავის პოზიციას რაღაცასთან მიმართებაში. შესაბამისად, ჩვენ გამოძიება ყველა ადამიანის განცხადებაზე რომ დავიწყოთ, კრიმინალი დაგვრჩება მიუხედავი. დღევანდელი ყოველდღიური ცხოვრება უკიდურესად გაჟღენთილია პოლიტიკური კონტექსტით. ჩვენ მოქალაქეებთან ერთად უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ჩვენს ამოცანებზე, მე შინაგან საქმეთა სამინისტროზე, პოლიციელების კეთილდღეობაზე, თქვენ საზოგადოების ჯანსაღ აღქმაზე, იმ ახალი ამბების, რომელსაც ატყობინებთ და ასე შემდეგ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner